აპები GNOME-სთვის

აღმოაჩინეთ საუკეთესო აპლიკაციები GNOME-ის ეკოსისტემაში და გაიგეთ, როგორ ჩაერთოთ მის განვითარებაში.

ამ შერჩეულ მიმოხილვაში წარმოდგენილი ყველა აპლიკაცია შექმნილია GNOME-ის ფილოსოფიის გათვალისწინებით. ისინი მარტივი აღსაქმელია, მოსახერხებელია გამოსაყენებლად, გამოირჩევა ერთიანი და დახვეწილი დიზაინით და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით. ბუნებრივია, ისინი წარმოადგენენ თავისუფალ პროგრამულ უზრუნველყოფას და არიან მიმღები და მეგობრული საზოგადოების ნაწილი. ეს აპლიკაციები იდეალურად ინტეგრირდება თქვენს GNOME სამუშაო გარემოსთან.

აპს მობილური მოწყობილობების მხარდაჭერა გააჩნია GNOME-ის მობილურ მოწყობილობებზე მხარდაჭერილი აპები მობილურის ხატულათია მონიშნული.

ძირითადი აპები

GNOME-ის ძირითადი აპლიკაციები ფარავს ყოველდღიურ ამოცანებს GNOME-ის სამუშაო გარემოში. როგორც წესი, ისინი წინასწარ არის დაყენებული თქვენს GNOME სისტემაში.

წრის აპები

GNOME Circle მოიცავს აპლიკაციებს, რომლებიც აფართოებენ GNOME-ის ეკოსისტემას. ის მხარს უჭერს იმ შესანიშნავ დამატებით პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ხელმისაწვდომია GNOME პლატფორმისთვის. გაიგეთ მეტი GNOME Circle-ის შესახებ.

პროგრამირების ხელსაწყოები

GNOME-ის პროგრამისტის ხელსაწყოები გეხმარებათ ახალი აპლიკაციების შემუშავებასა და დიზაინში, ასევე ამარტივებს არსებული აპლიკაციების განვითარებაში წვლილის შეტანას.

აირჩიეთ ენა