Constrict
ვიდეოების შეკუმშვა სამიზნე ზომებამდე
Constrict-ი თქვენს ვიდეოებს თქვენს მიერ არჩეულ ფაილის ზომამდე კუმშავს — სასარგებლოა ფაილების ზომის კონკრეტული შეზღუდვების მქონე სერვისებში ატვირთვისთვის. აღარ დაგჭირდებათ ვიდეოს შეკუმშვისთვის ონლაინ სერვისებზე დაყრდნობა ან სხვადასხვა ბიტური სიჩქარით ხელახალი კოდირების ხელით ცდისა და შეცდომის მეთოდით გამოყენება.
ფუნქციები შეიცავს:
- ინტუიტიური, იოლი ინტერფეისი.
- თითოეული ვიდეო ხელახლა კოდირდება სამიზნე ფაილის ზომის დასაკმაყოფილებლად, საშუალო ბიტრეიტის (ABR), გარჩევადობის, კადრების სიხშირის და აუდიო ხარისხის ავტომატური გაანგარიშებით.
- ერთზე მეტი ვიდეოს დამუშავება ერთ გამოტანის საქაღალდეში.
- კადრების სიხშირის ლიმიტების პერსონალიზაცია, უფრო მკაფიო ან გლუვი გამოსახულების უზრუნველსაყოფად.
- გამომავალი ფაილების კოდირებისთვის კოდეკების არჩევანი, მათ შორის H.264, HEVC, AV1 და VP9.
აპლიკაცია ცდილობს, შეინარჩუნოს აუდიოვიზუალური ხარისხი მოცემული ფაილის ზომისთვის. თუმცა, ფაილის ზომის უკიდურესად მკვეთრმა შემცირებამ, შეიძლება, გამოიწვიოს გამომავალი ფაილის ხარისხის მნიშვნელოვანი დანაკარგი და ზოგჯერ შეკუმშვა, შეიძლება, საერთოდ შეუძლებელიც იყოს. ყველა დამუშავება ლოკალურად ხორციელდება — და შესაბამისად, შეკუმშვის სიჩქარე მხოლოდ იმდენივეა, რამდენის საშუალებასაც თქვენი აპარატურა იძლევა.
შემოგვიერთდით
დაათვალიერეთ ინტერფეისი




გაგვიცანით
მეტი ინფორმაცია
საკვანძო სიტყვები
- AudioVideo
- Clip
- Compress
- Constrict
- Film
- Linux
- Movie
- Video
- Ვიდეო
- Კინო
- Კლიპი
- Ფილმი
- Შეკუმშვა