Graphs

დახატეთ და შეცვალეთ მონაცემები

Graphs მარტივი, მაგრამ მძლავრი პროგრამაა, რომელიც თქვენი მონაცემების ადვილად დახატვაში დაგეხმარებათ. ახლა მონაცემები მრავალი ტიპის ფაილიდან შეგიძლიათ, შემოიტანოთ, ან შექმნათ ის განტოლების სახით. მონაცემების მანიპულაცია შესაძლებელია მრავალგვარი ოპერაციებით, როგორიცაა მონაცემების მონიშვნა, ამოჭრა, გადატანა, გამრავლება, დაცენტრება და მოგლუვება. ასევე, ამ მონაცემებზე ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ტრანსფორმაცია შეგიძლიათ, შეასრულოთ.

უფრო მეტიც, Graphs-ს აქვს მრუდის აპროქსიმაციის მხარდაჭერა შემოტანილ მონაცემებზე და გთავაზობთ მრავალმხირივი მორგების პარამეტრებს ნახაზების სტილისთვის. შეგიძლიათ ისე მოირგოთ ისინი, როგორც გნებავთ.

Graphs შესანიშნავი პროგრამაა გრაფიკებისა და მონაცემების მანიპულაციისთვის. Graphs-ით შექმნილი გრაფიკები შეიძლება შეინახოთ სხვადასხვა ფორმატში, რომელიც თქვენთვის გასაზიარებლად უფრო იოლი იქნება, მაგალითად სამეცნიერო პუბლიკაციებისთვის ან პრეზენტაციებისთვის. დამატებით, გაქვთ არჩევანი, რომ გრაფიკები ვექტორული გამოსახულებების სახით შეინახოთ ისეთ პროგრამებში ჩასასწორებლად, როგორიცაა Inkscape. Graphs დაწერილია GNOME-ის გარემოსთვის, მაგრამ სხვა სამუშაო მაგიდაზეც არ უნდა ჰქონდეს პრობლემები.

ნებისმიერი უკუკავშირისთვის, კითხვებისთვის თუ ზოგადი პრობლემებისთვის, გახსენით პრობლემის ბილეთი GitLab-ის გვერდზე.

შემოგვიერთდით

დაათვალიერეთ ინტერფეისი

1 - Plot and manipulate any data of choice
2 - Full support for light and dark mode
3 - Generate data from an equation
4 - Edit plot stylesheets
5 - Manipulate imported data with ease

გაგვიცანით

მეტი ინფორმაცია

გაიგეთ მეტი

ეწვიეთ ამ აპის ონლაინ-დახმარების გვერდს.

უახლესი ვერსია

უახლესი ვერსია 1.8.2 გამოსვლის თარიღი 14 აგვ. 2024.

აპი თარგმნილია

აპი ხელმისაწვდომია თქვენს ენაზე.

საკვანძო სიტყვები

  • Education
  • Graphs
  • Linux
  • Science

აირჩიეთ ენა